აჭარა , ტური 1
 1 დღე
დახვედრა თბილისის აეროპორტში და გამგაზვრება ბათუმში, სასტუმროში განთავსება , თავისუფალი საღამო


2 დღე
საუზმე სასტუმროში . ბათუმი – არის აჭარის გული , ულამაზესი  ზღვისპირა ქალაქიმოვინახულებთ ბათუმის მუზეუმს , მედეას ძეგლს , რომელიც უკავშირდება არგონავტების შესახებ ლეგენდას. საღამოს ვეწვევით მოცეკვავე შადრევნების ლაზერულ შოუს 
თავისუფალი საღამო . ღამისთევა სასტუმროში


3 დღე
საუზმე სასტუმროში და გავემგზავრებით მაჭახლის ხეობის მოსანახულებლად , რომელიც მდებარეობს ბათუმიდან 30 კმ. დაშორებით . ხეობა მდიდარია ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობით, მონასტრებით , ეკლესიებით . ერთ–ერთი ცნობილი ციხესიმაგრეა გვარა. უკანა გზაზე მოვინახულებთ გონიოს ციხე–სიმაგრეს
ასევე მოვახდენთ ღვინის დეგუსტაციას . ღამისთევა ბათუმში


4 დღე
საუზმე სასტუმროში. დღეს ვეწვევით მტირალას ეროვნულ ნაკრძალს.მტირალას ეროვნულ პარკში პირველი ტურისტული მარშრუტი სათავეს ვიზიტორთა ცენტრიდან იღებს. ბილიკი მიუყვება მდ. ჩაქვისთავის მარცხენა სანაპიროს, მისი სიმაღლე ზღ. Dდონიდან 296 მ-დან – 476 მ-მდე მერყეობს. ბილიკის გავლისას გზად შეხვდებით კოლხური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებს: წითელ წიგნში შეტანილ ქართულ ნიგოზს, კოლხურ თხილს, უნგერნისა და პონტოს შქერს; მურა დათვს, კვერნას, მელას; მთის არწივს, ირაოს, მიმინოს, შაშვს, მტრედს.
ვიზიტორთა ცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ს დაშორებით მდებარეობს საპიკნიკე ადგილი – ჭადრების ჩრდილში მოქცეული ვაკე ადგილი, რომელის ახლომახლოს მთის წყარო და ნაკადული მოედინება. 
საპიკნიკე ადგილამდე 400 მეტრის დაშორებით ბილიკი უხვევს სამხრეთ-დასავლეთით და მიდის კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლულ ჩანჩქერამდე, რომლის სიმაღლე 12 მეტრს აღემატება.
ჩანჩქერიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, კლდეებს შორის მოედინება მდინარე, რომელიც გამდინარე, გამჭვირვალე და კალმახებით მდიდარ ტბად იქცევა, აქვე ახლოს არის საპიკნიკე, საცეცხლე და საკარვე ადგილები.
ტბიდან ვიზიტორთა ცენტრისაკენ მომავალი ბილიკზე ტურისტები აგრეთვე მოინახულებენ ძველ ნასახლარის ნანგრევებს.  
დაბრუნება ბათუმში . ღამისთევა


5 დღე
საუზმე სასტუმროში . დღევანდელ დღეს დავუთმობთ აჭარის ნაკრძალების გაცნობას  გამგზავრება ქობულეთში , დათვალიერება . შემდეგ ვეწვევით კინტრიშის ნაკრძალს.ნაკრძალში შემონახულია მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობა.

სუბტროპიკული მცენარეულობის სარტყელს(500 მ) ცვლის მუხნარ-რცხილნარის

(500-1000 მ)და მუხის (1000-2000 მ) სარტყლები,უფრო ზემოთ სუბალპური

მეჩხერი ტყე (2000-2200 მ) და ალპური მდელოებია (2200-2600 მ). მერქნიანი

მცენარებიდან აქ გვხვდება : ჰარტვისის მუხა,შავი მურყანი, რცხილა,უთხოვარი,ბზა,

პონტოს მუხა,მედვედევის არყი,ძახველი,ხეშავი,ჭნავი,ქონდარა ღვია და სხვა.
 ასევე მოვინახულებთ ისპანის დაცულ ტერიტორიას . ისპანი – დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული მეორადი მცენარეული დაჯგუფებები.  ისპანი II წარმოადგენს უნიკალურ სფაგნიუმიან-ტორფიან ჭაობს. 1996 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა, რომელიც მიგრირებადი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი ადგილია.დაბრუნება ბათუმში


6 დღე
საუზმე სასტუმროში და თავისუფალი დღე


7 დღე
საუზმე სასტუმროში . დღეს მოვინახულებთ კოლხეთის ეროვნულ პარკს. კოლხეთის ეროვნული პარკის ნამდვილი მშვენება პალიასტომის ტბაა, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ შავი ზღვის ყურე იყო. კოლხეთის ჭაობები, პირველ რიგში, თავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი ,ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო ბორეალური სახეობები – სფაგნუმის ხავსები , მრგვალფოთოლა დროზერა , ჩრდილოეთის ისლი  და სხვა ალპური ზონის მცენარეები ისლი და შქერი (ღჰოდოდენდრონ პონტიცუმ). დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში შედის: მურყანი, ლაფანი, იმერული და ხართვისის მუხები, კარგად განვითარებული მარადმწვანე ქვეტყით, კოლხური სურო და სხვა. დიუნების ქვიშიან ზოლში ხარობს ქაცვი,ძეძვი და სხვა. მრავალფეროვანია წყალმწენარებიის სახეობრივი შემადგენლობა.შემდეგ მოვინახულებთ მალთაყვას

8 დღე
საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი ბათუმის აეროპორტამდე
ამინდი
თბილისი

Греция. Подбор тура и бронирование
Follow us on Facebook