
1 დღე
ჩამოფრენა თბილისში , დახვედრა აეროპორტში და გამგზავრება ქუთაისში.
გზად შევივლით მცხეთაში , შემდეგ გორში , სადაც მოვინახულებთ სტალინის მუზეუმს. მეორე გაჩერება იქნება ბორჯომში , გავსინჯავთ ბორჯომის მინერალურ წყალს.
შემდეგ დავათვალიერებთ სურამს, სურამის ციხე–სიმაგრეს.
ჩავალთ ქუთაისში – იმერეთის დედაქალაქში
განთავსება სასტუმროში
2 დღე
საუზმე სასტუმროში , ექსკურსია ქუთაისში . მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს , მოწამეთას , გელათის აკადემიას , რომელის დაარსა მედე დავით აღმაშენებელმა. ვეწვევით სათაფლიის გამოქვაბულს ( დინოზავრის ნაკვალევი)
ვივახშმებთ ქართულს ტრადიციულ რესტორანში და გავისეირნებთ ღამის ქალაქში.
ღამისთევა ქუთაისში
3 დღე
საუზმე სასტუმროში . ამ დღეს მოვინახულებთ სამეგრელოს . გზად ვერ გამოვტოვებთ ქ. ხონს , და ასევე მარტვილს , სადაც სწავლობდა და გაიზარდა ქართველი მერე დავით აღმაშენებელი. შემდეგ მოვინახულებთ ანტიკურ ქალაქს . ვეწვევით ზუგდიდს . ექსკურსია ქალაქში , სადაც შეგვხვდება უამრავი სკვერი , პარკი. მოვინახულებთ დადიანების სამეფო სასახლეს (XIXს. ) დადიანების ბოტანიკურ ბაღს .
ვივახშმებთ და დავბრუნდებით ქუთაისში
4 დღე
საუზმე სასტუმროში. გავემგზავრებით შავიზღვისპირეთში – აჭარაში , გავივლით ქობულეთს.პირველად მოვინახულებთ ბოტანიკურ ბაღს , რომელიც დაფუძნებულია 1912 წელს .
ბათუმი– აჭარის გული , ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი , ბულვარის სიგრძეა 12 კმ. და წელს მიაღწევს 20 კმ.ს ევროპაში ყველაზე გრძელი და ლამაზი ბულვარია!5 დღე
თავისუფალი დღე , დასვენება
6 დღე
დაბრუნება თბილისში. გზად შევივლით მესხეთის რეგიონში , მოვინახულებთ ხერთვისის ციხე–სიმაგრეს , ვარძიას.
შემდეგ გამოვივლით მცხეთაში. მცხეთა – ახალი იერუსალიმი , საქართველოს უძველესი დედაქალაქი . დავიწყებთ სვეტიცხოვლის მონახულებით , რომელიც არის საქართველოს ერთიანობის და დამოუკიდებლობის სიმბოლო . მოვინახელბთ სამთავროს მონასტერს , სადაც მეოთხე საუკუნეში დასახლდა წმინდა ნინო კაპადოკიიდან და გააქრისტიანა საქართველო . სადილი . საღამოს მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს. ღამისთევა თბილისში.
7 დღე
საუზმე სასტუმროში და გამგზავრება კახეთში .ექსკურსია გურჯაანში , ყველაწმინდას ტაძარი . გურჯაანში გავსინჯავთ ღვინოს პირდაპირ ქვევრიდან
შემდეგ გადავინაცვლებთ სიღნაღში – სიყვარულის ქალაქში .8 დღე
თბილისი დღე – წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მონახულება. მეტეხი , ანჩისხატი ( VI ს.) ნარიყალას ციხესიმაგრე . შემდეგ მშვიდობის ხიდი , რომელიც არქიტექტურის სირთულის მიხედვით არის მეოორე მსოფლიოში.
შემდეგ ავალთ მთაწმინდაზე , ვნახავთ პანთეონს ქართველი საზოგადო მოღვაწეების . ფუნიკულიორს , საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი ქალაქის.
9 დღე
გამგზავრება , ტრანსფერი აეროპორტამდე