1 დღე
ჩამოფრენა თბილისში და გამგზავრება ქუთაისში. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში. დასვენება და ექსკურსია ქალაქში .მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს , მოწამეთას , გელათის აკადემიას , რომელიც დაარსა მედე დავით აღმაშენებელმა. ვეწვევით სათაფლიის გამოქვაბულს ( დინოზავრის ნაკვალევი)
ვივახშმებთ ქართულს ტრადიციულ რესტორანში და გავისეირნებთ ღამის ქალაქში.
ღამისთევა და ვახშამი ქუთაისში
2 დღე
საუზმე სასტუმროში და გამგზავრება ვანში , სადაც მოვინახულებთ არქეოლოგიურ გათხრებს . შემდეგ გავემგზავრებით აჭარაში , გზად შევივლით გრიგოლეთში , ზღვისპირა კურორტი , რომლის სილამაზეც დაგამახსოვრდებათ ყოველთვის. ღამისთევა და ვახშამი ურეკში
3 დღე
საუზმე სასტუმროში და გამგზავრება აჭარაში. გზად დავათვალიერებთ ქობულეთს.მოვინახულებთ ბოტანიკურ ბაღს , რომელიც დაფუძნებულია 1912 წელს .ბათუმი– აჭარის გული , ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი , ბულვარის სიგრძეა 12 კმ. და წელს მიაღწევს 20 კმ.ს ევროპაში ყველაზე გრძელი და ლამაზი ბულვარია!
დავათვალიერებთ ბათუმის ცენტრს , ვეწვევით აჭარის მუზეუმს. შემდეგ გავემგზავრებით სარფში ( საქართველოსა და თურქეთის საზღვარი) ხოლო უკანა გზაზე გამოვივლით გონიოს ციხე–სიმაგრეში
საღამოს დავტკბებით მოცეკვავე შადრევნების შოუთი
განთავსება და ღამისთევა ბათუმში.
4 დღე
თავისუფალი დღე , დასვენება
5 დღე
ექსკურსია მაღალმთიან აჭარაში , რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2500 მ. სიმაღლეზე. გზად დაინახავთ აჭარის ყველაზე გრძელ მდინარეს – აჭარისწყალს. მახუნცეთის შადრევანი მოგხიბლავთ თავისი არაჩვეულებრივი სილამაზით! მოვინახულებთ 3 კუთხეს მთიანი აჭარის : ქედა , შუახევი და ხულო .
ღამისთევა და ვახშამი ქედაში
6 დღე
პიკნიკი მთაში , სადაც დატკბებით ბუნების სილამაზით და სუფთა ჰაერით. დაბრუნება ბათუმში , დასვენება , ღამისთევა.
7 დღე
ჯირითობის დღე
8 დღე
საუზმე სასტუმროში , დაბრუნება თბილისში და ტრანსფერი აეროპორტში