1 დღე
ჩამოფრენა თბილისში , ტრანსფერი გუდაურში , განთავსება სასტუმროში
1-7 დღე
დასვენება გუდაურში
გუდაურის ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება, რის გამოც ის დღესდღეობით
ყველაზე კომფორტული და ტექნიკურად გამართული სამთო-სათხილამურო კურორტია
საქართველოში. ყველა ტრასა განლაგებულია ალპური ველის ზონაში, მთა კუდებსა
(3006 მ.) და მთა საძელეს (3307 მ.) ფერდებზე, ტყის საფარის მაღლა. სრიალის დიდი დიაპაზონი, 5 საბაგიროს რიგი, სამ
და ოთხადგილიანი სავარძლები, ქვედა საბაგირო 1990 მ-სა, ზედა კი 3270 მ.
დონეზე მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7-კმ-ია, რომლის
სიმაღლე 1000 ვერტიკალურ მეტრს შეადგენს. შაბათ-კვირას და განსაკუთრებულ
საზეიმო დღეებსი ეწყობა ღამის სრიალი, რომლისთვისაც ქვედა ტრსები
განათებულია სპეციალური პროჟექტორებით. საბაგირომუშაობს შეუჩერებლივ
მიუხედავად მოსრიალეთა რაოდენობისა და ითიშება მხოლოდ ძალიან ცუდ მეტეო
პირობების შემთხვევაში: ძლიერი ქარი, ძალიან ცუდი მხედველობა. ყველა
საბაგირო აღჭურვილია საავარიო დიზელის ძრავით, რაც დენის გათიშვის დროს
უზრუნველყოფს საბაგიროს შეუფერხებელ მუშაობას.
კურორტ გუდაურის ყველა ტრასა, რომელთა საერთო სიგრძე 20 კმ-ს აღწევს
შემოწმებული და სერტიფიცირებულია სათხილამურო სპორტის საერთაშორისო
ფედერაციის მიერ. მათ ევროპული კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული აქვთ
შემდეგი სტანდარტები: სლალომი, გიგანტური სლალომი, სუპერ-გიგანტი და
სწრაფდაშვება. სპორტსმენთა და მოყვარულთა განკარგულებაშია ყველა კატეგორიის
სირთულის სასრიალო ბილიკები დაწყებული მწვანეთი, გათვლილია დამწყებ
მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებზე, დამთავრებული შავით, რომელიც მაღალი
სირთულისაა და მოითხოვს მოთხილამურეებისაგან დამრეც და მოყინულ ფერდებზე
სრიალის გამოცდილებას.
კურორტ გუდაურის მიმდებარე დათოვლილი ფერდობები გაუკვალავ თოვლში
სრიალის მოყვარულთ წარმოუდგენელი შესაძლებლობებით აჯილდოებს. ძირითადი
სასრიალო ბილიკების ირგვლივ განლაგებულია ფართო, გაშლილი, 2 მ. თოვლით
დაფარული ფერდები, ფანტასტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს ჰელისკის
მოყვარულებს. სათხილამურო სეზონი გუდაურში იწყება დეკემბერში და გრძელდება
მაისამდე. ყოველივე ზემოთქმული აქტიური დასვენებისა და გაუკვალავ თოვლში
სრიალით სიამოვნების მიღების საშუალებას იძლევა.
8 დღე
საუზმე სასტუმროში, გამგზავრება თბილისში და ტრანსფერი აეროპორტში