1 დღე
ჩამოფრენა თბილისში , გამგავრება ( გადაფრენა ) მესტიაში . ტრანსფერი სასტუმრომდე და განთავსება
2 -5 დღე
სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო
საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად
თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც
შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო
ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ
ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად
შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და
ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც
ინახება რამოდენიმე მუზეუმში. სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში
იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ
ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი მდებარეობს ენგურის
ხეობაში. მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მფარველობაშია.
ხოლო ქვემო სვანეთი მდ. ცხენისწყლის ხეობაშია. სვანეთის მოსახლეობა
ქართველია და შეადგენს 2500-ს.
სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის
უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860
მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010
მ),
ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).
მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები
800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200
მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა
შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი
და სხვა.
სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად
სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმული არიან თავიანთი
სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური და ამაყი
ხალხია. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური
ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან
მეფეებს ეძღვნება, ბევრი სიმღერა კი წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს.
სვანეთში სამთო სათხილამურო კურორტი გაიხსნა, რომელიც უკვე პირველ
დამსვენებლებს იღებს. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2 500-ს მეტრ სიმაღლეზე
მდებარეობს და წლის ნებისმიერ დროს თოვლია. კურორტზე სამი სათხილამურო ტრასაა, რომელთა გამოყენებაც არა
მხოლოდ მოყვარულებისთვის, არამედ სპორტული შეჯიბრებებისთვისაც არის
შესაძლებელი. ალპური სოფელი უკვე აშენებულია, მოქმედებს სასტუმროც,
რომელმაც პირველი სტუმრები მიიღო. სათხილამურო ტრასა 1 400-ი მეტრი
სიგრძისაა და ის იტალიურმა კომპანია”ლაიტმერმა” ააშენა. მოეწყო
9-კილომეტრიანი ბეტონის გზაც, რომლითაც კურორტზე ასვლა რამდენიმე წუთშია
შესაძლებელი.
6 დღე
საუზმე სასტუმროში და თავისუფალი დღე .
ჩამოსვლა თბილისში . ღამისთევა სასტუმროში
7 დღე
საუზმე სასტუმროში და ექსკურსია თბილისსა და მცხეთაში.
დილით
დავიწყებთ ექსკურსიას ძველი თბილისიდან , მოვინახულებთ სამების საკათედრო
ტაძარს. შემდეგ მეტეხს , რომელიც გადმოჰყურებს მდინარე მტკვარს ,
მოვინახულებთ ნარიყალას , შემდეგ თბილისის ისტორიულ მუზეუმს .
დავათვალიერებთ სიონის კათედრას და გავემგზავრებით ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
გამგზავრება
მცხეთაში , რომელიც არის ქალაქი მუზეუმი და შესულია UNESCO –ს ძეგლტა
დაცვის ფონდში . მოვინახულებთ ჯვარს (IV ს.) შემდეგ სვეტიცხოველი (VI-XI
ს) და სამთავროს მონასტერი.
ღირსშესანიშნაობების დათვალირების შემდეგ ვახშამი ქართულ რესტორანში , მცხეთაში.
დაბრუნება თბილისში.
8 დღე
საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი აეროპორტამდე