
მშვენიერი 5 სართულიანი სასტუმრო, საუცხოო ხედით მდინარეზე, გრძელი და ფართო აივნებით და თეთრი მრუდხაზიანი გალავნით მდებარეობს ძველ თბილისში. სასტუმროში დივნები, სავარძლები და იატაკი ღია წითელი ფერისაა. სარკის გარშემო დაკიდებული ოთხი საათი ამცნობს სტუმრებს სტამბულის, თბილისის, ნიუ-იორკის და მოსკოვის დროს.
ნარინჯისფერი ჰოლი ძალიან სუფთა და მყუდროა. თქვენ არ მოგიწევთ ზევით სართულებზე ასასვლელად კიბის არბენა, რადგან კომფორტული ლიფტი თქვენს სამსახურშია.
სასტუმროში 10 ფართო ოთახია. მათ შორის 2-დელუქსი და 2 საბავშვო. ყოველივე გარშემოც ნათელი და ფანტასტიურია. მოფარდაგებული ავეჯი, ფართო საძინებლები, სააბაზანო, მინი ბარი, ინტერნეტი და ტელევიზორი ოთახში. ამ სასტუმროს მეპატრონეები ნამდვილად უნდა ამაყობდნენ ასეთი კონკურენტუნარიანი და განსაკუთრებული სასტუმროთი, რომელიც დედაქალაქის შუაგულში მდებარეობს.
სასტუმროს ფასში შედის საუზმე. რესტორანი ''რივერ საიდი'' სასტუმროს მეორე სართულზე გთვაზობთ უგემრიელესი ქართული, ევროპული და თურქული სამზარეულოს ფართო არჩევანს.