სასტუმრო დავითი
4 ვარკვლავიანი სასტუმრო “დავითი” ქალაქ ბათუმის ცენტრში მდებარეობს. აშენებულია 2001 წელს. სასტუმროს ქალაქის ცენტრში მდებარეობა ტურისტებს საშუალებას აძლევს ხუთ წუთში მივიდნენ ზღვის სანაპიროზე.

სატუმროში არის ავეჯით გაწყობილი ორადგილიანი სტადარტული ნომრები და ასევე ლუქსი. სასტუმროს ლუქს ნომრები მოიცავს ორ ოთახს: მისაღებს და საძინებელს. ლუქს ნომრები უზრუნველყოფილია ჯაკუზით, პირადი სეიფითა და საწერი მაგიდით.

თითოეული ნომერი აღჭურვილია ტელეფონით, ტელევიზორით, ინტერნეტით, მინი-ბარით, კონდიციონერით, თანამედროვე აბაზანით, თმის საშრობითა და სეიფით.

სასტუმროში არის ფაქსი, ფოსტა, ბილეთების დაჯავშნისა და მანქანებით მომსახურების შესაძლებლობა, სამრეცხაო, რესტორანი, ბარი, საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე საცურაო აუზი, საუნა, მასაჟის კაბინეტი, სილამაზის სალონი, კინო-თეატრი, ავტო-პარკინგი და ჩოგბურთის კორტები.
ამინდი
თბილისი

Греция. Подбор тура и бронирование
Follow us on Facebook