სასტუმრო მარინა
ადგილმდებარეობა: ტურისტული ცენტრი მდებარეობს უშუალოდ ზღვის პირას. მანძილი აეროპორტიდან 3 კმ, ქალაქის ცენტრიდან 2 კმ.
სასტუმროს ნომრები:
სასტუმროს გააჩნია: 53 ნომერი, ამათგან 6 ერთსაწოლიანი, 43 ორსაწოლიანი და 4 ლუქსი.
სტანდარტული ნომერი: სააბაზანო, კონდიციონერი, ცენტრალური
გათბობა, საკაბელო ტელევიზია, თმის საშრობი, ტელეფონი, მაცივარი, ნომრების
უმრავლესობას გააჩნია აივანი, მომსახურება ნომერში.
ცენტრი ასევე მოიცავს შემდეგი სახის გართობა-დასვენების ობიექტებს:
- მექსიკური რესტორანი “აცტეკა”
- სპორტ-ბარი პროექტორით და პლაზმური მონიტორებით
- აზიური კაფე-საკონდიტრო კალიანებით
- სპორტული მაღაზია
- ღია და დახურული ჩოგბურთის კორტები
- დიდი და პატარა ფეხბურთის მოედნები
- ფიტნეს კლუბი
- დახურული საცურაო აუზი (25 მეტრი)
- ფინური აბანო (საუნა)
- საბილიარდო
- საკონფერენციო დარბაზი
- პლაჟი და ბუნგალო
- ავტოსადგომი
Follow us on Facebook