1 დღე
ჩამოფრენა თბილისში , ტრანსფერი , განთავსება სასტუმროში . დასვენება.წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მონახულება. მეტეხი , ანჩისხატი ( VI ს.) ნარიყალას ციხესიმაგრე . შემდეგ მშვიდობის ხიდი , რომელიც არქიტექტურის სირთულის მიხედვით არის მეოორე მსოფლიოში
შემდეგ ავალთ მთაწმინდაზე , ვნახავთ პანთეონს ქართველი საზოგადო მოღვაწეების . ფუნიკულიორს , საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი ქალაქის.
2 დღე
საუზმე სასტუმროში . გამგზავრება კახეთში . წავალთ ახალი გომბორის უღელტეხილის გზით , გავჩერდებით უჯარმას ციხე–სიმაგრესთან . შემდეგ მოვინახულებთ ახალ და ძველ შუამთას , დავტკბებით მათი სილამაზით ჩავალთ თელავში – კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრში. შემდეგ მოვინახულებთ ქართული სამონასტრო კომპლექსის რამდენიმე ძეგლს : ალავერდი , იყალთო , გრემი , ნაფარეული.
ღამისთევა თელავში
3 დღე
კახეთის ბაზრის მონახულება , ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის დათვალიერება წინანდალში , ღვინის დეგუსტაცია . შემდეგ ექსკურსია გურჯაანში , ყველაწმინდას ტაძარი . გურჯაანში გავსინჯავთ ღვინოს პირდაპირ ქვევრიდან
შემდეგ გადავინაცვლებთ სიღნაღში – სიყვარულის ქალაქში .
მოვინახულებთ ბოდბეს დედათა მონასტერს .
დაბრუნება თბილისში .
4 დღე
გამგზავრება ყაზბეგში , საქართველოს მაღალმთიან რეგიონში . პირველი გაჩერება იქნება მცხეთაში , სადაც მოვინახულებთ სვეტიცხოველს ( XI ს.) სამთავროს , ავალთ ჯვრის მონასტერზე ( V ს.)
ვისადილებთ რესტორანში. შემდეგ გავაგრძელებთ გზას ანანურის მონასტრამდე . დავინახავთ ცნობილ გუდაურის კურორტს, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2195 მ. სიმაღლეზე.
გავაგრძელებთ გზას სტეფანწმინდისკენ ( ყოფილი ყაზბეგი ) . ღამისთევა სასტუმროში
5 დღე
საუზმე სასტუმროში . მოვინახულებთ გერგეთის სამებას (XIIIს .) რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2170 მ. სიმაღლეზე , ასევე ვნახავთ სნოს ციხე–სიმაგრეს. ფშავში ვეწვევით ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმს. მოვინახულებთ ბაზალეთის ტბას და დავბრუნდებით სასტუმროში.
6 დღე
საუზმე რესტორანში და გამგზავრება ბორჯომში , სადაც მივირთმევთ ბორჯომის მინერალურ წყალს. განთავსება სასტუმროში , ღამისთევა ბორჯომში
7დღე
საუზმე სასტუმროში და აწყურის ციხე–სიმაგრის დათვალიერება 11 ს. ახალციხის მუზეუმი. შემდეგ ვნახავთ ვარძიას . ღამისთევა ახალციხეში
8დღე
მივემგზავრებით მაღალმთიან რეგიონში – რაჭაში. მოვინახულებთ ნიკორწმინდას (11ს.) და ბარაკონს ( 18ს.)
ღამისთევა ამბროლაურში
9დღე
ქუთაისი – მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს , მოწამეთას . საღამოს დავათვალიერებთ გელათის მონასტერს, რომელიც ააშენა დავით აღმაშენებელმა . ღამისთევა ქუთაისში
10 დღე
გამგზავრება აჭარაში . პირველად მოვინახულებთ ბოტანიკურ ბაღს , რომელიც დაფუძნებულია 1912 წელს .
ბათუმი– აჭარის გული , ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი , ბულვარის სიგრძეა 12 კმ. და წელს მიაღწევს 20 კმ.ს ევროპაში ყველაზე გრძელი და ლამაზი ბულვარია!
დავათვალიერებთ ბათუმის ცენტრს , ვეწვევით აჭარის მუზეუმს. შემდეგ გავემგზავრებით სარფში ( საქართველოსა და თურქეთის საზღვარი) ხოლო უკანა გზაზე გამოვივლით გონიოს ციხე–სიმაგრეში
საღამოს დავტკბებით მოცეკვავე შადრევნების შოუთი
განთავსება და ღამისთევა ბათუმში
11 დღე
ვეწვევით ზუგდიდს , ექსკურსია ქალაქში , სადაც შეგვხვდება უამრავი სკვერი , პარკი.
მოვინახულებთ დადიანების სამეფო სასახლეს (XIXს. ) დადიანების ბოტანიკურ ბაღს
.შემდეგ გავემგზავრებით მაღალმთიან მესტიაში . ვახშამი და განთავსება მესტიაში.
12 დღე
ქართველი ცნობილი ალპინისტის მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმის და ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება .
გამგზავრება სოფელ უშგულში – ზღვის დონიდან 2200 მ.
მუზეუმი ღია ცის ქვეშ . დავინახავთ თეთნულდის მწვერვალებს (4852მ) და უშბას(4700მ) სადილი უშგულში . შემდეგ მოვინახულებთ უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და უძველეს ლამარიის ტაძარს (9ს.).
ღამისთევა უშგულში
13 დღე
დაბრუნება თბილისში . ტრანსფერი აეროპორტამდე